„დუნაისკა სტრედას“ სპორტული დირექტორი – გაგუა ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა და ზამთარში მისი ტრანსფერი არ იგეგმება #1TVSPORT

13:53, 28.10.2026

„დუნაისკა სტრედა“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გიორგი გაგუას არ გაუშვებს – ამის შესახებ კლუბის სპორტულმა დირექტორმა, იან ვან დაელემ გამოცემა ​„სპორტთან“ ისაუბრა.

„ოთხი წლის წინ, მეორე წრის დაწყებამდე კონკურენტებთან ექვსქულიანი უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ჩემპიონები მაინც ვერ გავხდით. ასე რომ, ტიტულის მოპოვებაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, ამიტომ ლიდერების შენარჩუნება დაგვჭირდება.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თავდამსხმელების სამეული – გაგუა, რამადანი და ტრუსა. გოლების უმეტესობა სწორედ მათ გაიტანეს, ამ ფეხბურთელების შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. შემიძლია გადაჭრით ვთქვა, რომ ზამთარს სატრანსფერო ფანჯრის დროს ისინი გუნდს არ დატოვებენ“, – თქვა ვან დაელემ.

სლოვაკეთის ჩემპიონატში „დუნაისკა სტრედა“ პირველ ადგილზეა და უახლოეს კონკურენტებს შვიდი ქულით უსწრებს – თანაც ისე, რომ „ჟილინასა“ და „ტრნავასთან“ შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მსგავსი