დაჩი ლორთქიფანიძემ იტალიაში პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT

14:43, 28.10.2026

დაჩი ლორთქიფანიძემ იტალიის სერია B-ში პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა და „კრემონეზეს“ „მანტოვასთან“ გასვლითი შეხვედრის მოგებაში დაეხმარა -2:0.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი მე-9 ტურის დაპირისპირებაში თავიდან სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე კი 74-ე წუთზე შევიდა და თავის გამოჩენაც მოახერხა.

მე-80 წუთზე ლორთქიფანიძემ ბურთი საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს მიიღო, მოედნის ცენტრში თანაგუნდელთან გაითამაშა და მარკო ნასტის გადააწოდა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ლორთქიფანიძის თამაში 7.8 ქულით შეაფასეს.

იტალიის სერია B-ში „კრემონეზე“ 9 ქულით მე-14 ადგილზეა.

მსგავსი