მინისტრმა მაიკლ ბეიტსმა ლორდთა პალატაში დაგვიანების გამო თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა

15:59, 01.02.2018

საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის მინისტრმა მაიკლ ბეიტსმა ლორდთა პალატაში დაგვიანების გამო თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Independent-ი ავრცელებს. მინისტრს ლორდთა პალატაში კანონმდებლების შეკითხვებზე უნდა ეპასუხა.

მაიკლ ბეიტსის თქმით, მას რცხვენია, რომ არ იმყოფებოდა სხდომაზე.
„მრცხვენია, რომ ადგილზე არ ვიყავი და ამიტომ დაუყოვნებლივ მივმართავ პრემიერ-მინისტრს, ჩემი გათავსიუფლების თხოვნით. ბოდიშს ვიხდი“, – განაცხადა ბეიტსმა.

თუმცა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამგვარად მაიკლ ბეიტსი სავარაუდოდ თანამდებობაზე დარჩება.
მაიკლ ბეიტსი საერთაშორისო განვითარების მინისტრის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებს. მანამდე, 2008 წლიდან ის ლორდთა პალატის წევრი იყო.

https://www.youtube.com/watch?v=i3bEWVDvtzY

მსგავსი