მინისტრის საათის ფორმატში 7 მარტს პარლამენტში ლევან დავითაშვილს მოუსმენენ
პარლამენტში 7 მარტს მინისტრის საათი გაიმართება. მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატების წინაშე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი წარდგება.
ლევან დავითაშვილი დეპუტატებს გასული წლის ანგარიშს ჩააბარებს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.
მინისტრის საათი პირველად 20 თებერვალს გაიმართა. საკანონმდებლო ორგანოში ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს მოუსმინეს.