მამუკა ბახტაძე ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება
მამუკა ბახტაძე ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ასლანიშვილმა განაცხადა, შეკითხვები ძირითადად შეეხება ამ წლის ბიუჯეტის შესრულებას, ასევე 2018 წლის ბიუჯეტის პარამეტრების განხილვას.

მისი თქმით, შეხვედრა მისცემს იმის საშუალებას, რომ მომდევნო სამუშაო პროცესებში გამოკვეთილი საკითხები უფრო მეტად იყოს დაკონკრეტებული და კონკრეტულ შედეგებამდე მიყვანილი.

“ეს არის ჩვენი პირველი შეხვედრა ახალ ფინანსთა მინისტრთან. შეკითხვები ძირითადად შეეხება ამ წლის ბიუჯეტის შესრულებას. 2018 წლის ბიუჯეტის პარამეტრების განხილვას, მაკროეკონომიკურ პრეზენტაციას, რომელიც ფინანსთა სამინისტომ მომზადდა იმ პარამეტრების შესახებ, რომელიც ჩვენი წევრებისთვის ძალიან საინტერესოა და საიდანაც კონკრეტული დასკვნების გამოტანა შეიძლება. ასევე საუბარი შეეხება გარკვეულ საგადასახადო ცვლილებებს, რომელიც ახლა გადაეგზავნა პარლამენტს. იქნება ძველი საკითხების განხილვა, რომელიც მნიშვნელოვანია მათ შორის დღგ-ს ავანსების დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომელიც არაერთხელ წამოვწიეთ წინა პერიოდში. დღესაც ვფიქრობთ, რომ საკითხის აქტუალურობას და ძველ რეჟიმზე დაბრუნებას ხაზს გავუსვამთ. ვფიქრობ, ეს შეხვედრა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მომდევნო სამუშაო პროცესებში გამოვკვეთილი საკითხები უფრო მეტად იყოს დაკონკრეტებული და სპეციალური ჯგუფებისა და ჩვენი კომიტეტის გავლით მოხდეს ამ საკითხების კონკრეტულ შედეგამდე მიყვანა”, – განაცხადა ასლანიშვილმა.