მინესოტასა და აიდაჰოს შტატის გუბერნატორებმა კარანტინის რეჟიმი გამოაცხადეს
მინესოტასა და აიდაჰოს შტატის გუბერნატორებმა კარანტინის რეჟიმი გამოაცხადეს

მინესოტასა და აიდაჰოს შტატის გუბერნატორებმა კარანტინის რეჟიმი გამოაცხადეს. ორივე შტატის მოსახლოებას განსაკუთრებული საჭიროების გარეშე, ქუჩაში გავლა აკრძალული ექნებათ.

მინესოტაში კარანტინი ორი კვირა გაგრძელდება. დაიხურება რესტორნები და ბარები. იმუშავებს მხოლოდ აფთიაქები და სასურსათო მაღაზიები.

„ვირუსი ორი კვირის შემდეგაც აქტიური იქნება, მაგრამ ჩვენ უკეთ ვიქნებით მომზადებულები“, – განაცხადა მინესოტას გუბერნატორმა.

აიდაჰოში კარანტინის რეჟიმი 21 დღე იმოქმედებს. მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, სავარჯიშოდ გავიდნენ ქუჩაში, თუმცა მათ ორმეტრიანი დისტანციის დაცვა მოუწევთ.

მინესოტასა და აიდაჰოს გარდა, კარანტინის რეჟიმი მოქმედებს კიდევ 16 შტატში. მათ შორის არის ნიუ იორკი და კალიფორნია. ნიუ იორკში ინფიცირებულთა რაოდენობა 25 000-ს აღწევს.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, აშშ-ში 25 მარტის მონაცემებით, ინფიცირებულია 60 ათას ადამიანზე მეტი. ახალ კორონავირუსს ემსხვერპლა 869 ადამიანი.