მინესოტას წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მელისა ჰორთმანი და მისი მეუღლე შეიარაღებული თავდასხმისას დაიღუპნენ

20:50, 14.06.2025

მინესოტას წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მელისა ჰორთმანი და მისი მეუღლე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

მომხდარს გუბერნატორმა ტიმ უოლცმა მიზანმიმართული პოლიტიკური ძალადობა უწოდა.

ცნობისთვის, მინესოტას შტატში ორ დემოკრატ კანონმდებელზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. მძიმედ დაიჭრნენ სენატორი ჯონ ჰოფმანი და მისი მეუღლე.

მსგავსი