მინესოტას შტატში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაიჭრა
მინესოტას შტატში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაიჭრა

მინესოტას შტატში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. კიდევ 4 კი დაიჭრა. ტელეკომპანია „სიენენის“ ცნობით, ინციდენტი ქალაქ ბაფალოში მოხდა. ექიმების ცნობით, ერთ-ერთი დაჭრილი საავამდყოფოდან უკვე გაწერეს. კიდევ სამი კი კრიტიკულ, მაგრამ სტაბილურ მდგომაროებაში კლინიკაში რჩება.

ადგილობირვი პოლიციის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დააკავეს 67 წლის მამაკაცი. წინასწარი ვერსიის მიხედვით, მამაკაცი საავამდყოფოს პერსონალს დაესხა თავს. ის მანამდე ამავე კლინიკაში მკურნალობდა და მომსახურებით უკმაყოფილო იყო.