მინესოტას შტატში კანონმდებლებზე თავდასხმასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს
მინესოტას შტატში კანონმდებლებზე თავდასხმასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს

მინესოტას შტატში კანონმდებლებზე თავდასხმასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი 57 წლის ვენს ლუთერ ბოლტერია. დაკავებულს ბრალი წარუდგინეს ორი ადამიანის მკვლელობასა და კიდევ ორი პირის მკვლელობის მცდელობაში.

გამოძიების მიხედვით, სწორედ ვენს ლუთერ ბოლტერმა, რომელსაც პოლიციის უნიფორმა ეცვა, 14 ივნისს მოკლა მინესოტას შტატის წარმომადგენელთა პალატის წევრი მელისა ჰორტმანი და მისი მეუღლე მარკი; ასევე თავს დაესხა შტატის სენატორs, ჯონ ჰოფმანსა და მის მეუღლეს. ორივე მათგანი დაიჭრა.

ამერიკული მედიის ცნობით, ბოლტერის მიერ მიტოვებულ მანქანაში აღმოაჩინეს 70 პირისგან შემდგარი სია, რომელთა შორის იყვნენ აბორტებით დაკავებული ექიმები, მინესოტასა და სხვა შტატების დემოკრატი კანონმდებლები.

„სიენენის“ ცნობით, ბოლტერთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სახლში აღმოაჩინეს კიდევ ერთი სია, რომელშიც ათამდე სხვა სახელი ფიგურირებს.

მინესოტას პოლიციამ ვენს ლუთერ ბოლტერის დაკავების ოპერაცია შტატის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური უწოდა. დანაშაულის მოტივები ჯერ დადგენილი არ არის.

მანამდე მინესოტას შტატის გუბერნატორმა, ტიმ უოლცმა თავდასხმას პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობა უწოდა.