მინეაპოლისში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა
მინეაპოლისში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა. დემონსტრაციის დროს ადგილზე მემარჯვენე აქტივისტთა მცირერიცხოვანი ჯგუფი მივიდა, რამაც დაძაბულობა გამოიწვია.
პოლიციის ინფორმაციით, კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი დაშავდა, თუმცა ამ პირებმა ტერიტორია მალევე დატოვეს, ვიდრე სამართალდამცველები მათთან მისვლას შეძლებდნენ.
„აქ ვართ, რომ ჩვენს სომალელ მეზობლებს მხარი დავუჭიროთ. მათ სთხოვეს თავიანთ თეთრკანიან მოკავშირეებს, რომ მათთვის გამოვიდნენ. ჩემს მეზობლებს არ შეუძლიათ, მათ სახლიდან გამოსვლის ძალიან ეშინიათ“, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელმაც „როიტერთან“ მოითხოვა, არ გაემჟღავნებინათ მისი გვარი, რადგან ეშინია ფედერალური მთავრობის.