მინეაპოლისში მიმდინარე აქციაზე სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შეიჭრა [ვიდეო]

მინეაპოლისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შეიჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაშავებულია, ის პოლიციამ უკვე დააკავა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

მომხდარს გამოეხმაურა მინესოტის გუბერნატორი. ტიმ ვოლცი ამ ფაქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად აქციის მონაწილეები არ დაშავებულან.