მინეაპოლისსა და ჩიკაგოში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით აქციები გრძელდება
მინეაპოლისსა და ჩიკაგოში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით აქციები გრძელდება

მინეაპოლისსა და ჩიკაგოში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით აქციები გრძელდება. მინეაპოლისთან ახლოს მდებარე ბრუკლინ ცენტრში 16 აპრილს ღამით ასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ პოლიციელის სროლის შედეგად, 20 წლის ფერადკანიანი ახალგაზრდის მკვლელობა გააპროტესტეს.

დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციას სხვადასხვა საგნები დაუშინა და პოლიციის მიერ მოწყობილი კორდონის გარღვევა სცადა. პოლიციამ საპასუხოდ ცრემლსადენი აირი, რეზინის ტყვიები და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა.

პოლიციის მიერ გამოყენებულმა მეთოდებმა სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.

პარალელურად, ჩიკაგოში მომიტინგეებმა პოლიციის მიერ 13 წლის მოზარდის მკვლელობა გააპროტესტეს. მომხდარის ამსახველი ვიდეო ინტერნეტით გავრცელდა. პოლიცია ამტკიცებს, რომ მოზარდი შეიარაღებული იყო.

დატოვე კომენტარი