მინეაპოლისის საპროტესტო აქციაზე პოლიციამ „სიენენის“ ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში დააკავა [ვიდეო]

მინეაპოლისში, სადაც მოსახლეობა უკვე რამდენიმე დღეა, პოლიციის მიერ 46 წლის ჯორჯ ფლოიდის აგრესიული მეთოდებით მკვლელობას  აპროტესტებს, პოლიციამ „სიენენს“ ჟურნალისტი დააკავა.

როგორც თავად „სიენენი“ აცხადებს, ომარ ხიმენესმა პოლიციის წარმომადგენლებს რამდენჯერმე განუმარტა, რომ ის ჟურნალისტია, თუმცა პოლიციამ მაინც დააკავა.

სიენენის“ ჟურნალისტი მინეაპლისი პოლიციის ერთ-ერთ შენობასთან იმყოფებოდა, რომელსაც აქციის მონაწილეებმა ცეცხლი რამდენიმე საათის წინ წაუკიდეს. ის მოვლენებს პირდაპირ ეთერში გადმოსცემდა. ომარ ხიმენესთან ერთად, დააკავეს „სიენენის“ ჯგუფის ოპერატორი და პროდიუსერი.