მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აჭარის პროკურატურასთან კარვები გაშალეს
მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აჭარის პროკურატურასთან კარვები გაშალეს

აჭარის პროკურატურასთან კრიმინალური ავტორიტეტის მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები მეორე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის 15-მდე მონაწილემ შენობის წინ კარვები გაშალა და მეორე დღეა შიმშილობს.

აქციის მონაწილეები მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციას ან მესამე ქვეყანაში გადაყვანას ითხოვენ და კონკრეტულ პასუხს იუსტიციის მინისტრის სთხოვენ. ამასთან, მინდია ლავასოღლის მხარდამჭერები ხვალ სარფის საბაჟოსთან აპირებენ აქციის გამართვას.

„ველოდებით პასუხს თეა წულუკიანისგან, მოხდება თუ არა მინდია ლავასოღლის ექსტრადიცია საქართველოში ან თუ არ მოხდება, გადაიყვანენ თუ არა მესამე ქვეყანაში. პატიმარი მძიმე მდგომარეობაშია, სამჯერ გაუვიდა ექსტრადიციის ვადა და უკანვე თურქეთის ციხეში შეაბრუნეს. ჩვენ კანონიერების აღდგენას ვითხოვთ“, – განაცხადა ადვოკატმა ლექსო კობაიძემ.

აქცია ექსცესების გარეშე მიმდინარეობს, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

დატოვე კომენტარი