მინდია გოგოჭურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მინდია გოგოჭურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო. პროკურატურის წარმომადგენლების თქმით, არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების ფალსიფიცირებისა და მიმალვის საფრთხე, რის გამოც მოსამართლემ მათი შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

გამოძიება მინდია გოგოჭურს ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შენახვას და დანაშაულის დაფარვას ედავება. სამართალდამცველებმა ის 5 დეკემბერს, გვიან ღამით, თბილისში სპეცოპერაციის დროს დააკავეს. გოგოჭური დაჭრასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებულ გიორგი რაზმაძესთან ერთად იმყოფებოდა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 25 იანვარს გაიმართება.