მინდელის შახტში მომხდარის გამო, სომხეთის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილს მიუსამძიმრა
მინდელის შახტში მომხდარის გამო, სომხეთის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილს მიუსამძიმრა

ტყიბულის ტრაგედიის გამო, საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა მიუსამძიმრა. მან ქართველ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა. ინფორმაციას სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგასა და მეგობარ ქართველ ერს მიუსამძიმრა. მან საქართველოში დაღუპულთა ნათესავებისა და ახლობლების მხარდასაჭერად, თანაგრძნობისა და სამძიმრის სიტყვები გაგზავნა საქართველოში“ – აღნიშნულია სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.