მინდელის სახელობის შახტის დაკავებული თანამშრომლების ადვოკატს ჯერ ინფორმაცია არ აქვს, რა მუხლით წაუყენებენ ბრალს დაკავებულებს
მინდელის სახელობის შახტის დაკავებული თანამშრომლების ადვოკატს ჯერ ინფორმაცია არ აქვს, რა მუხლით წაუყენებენ ბრალს დაკავებულებს

მინდელის სახელობის შახტის დაკავებული თანამშრომლების ადვოკატი იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში მივიდა.

ბრალდებულების ინტერესებს კომპანია „საქნახშირის“ ადვოკატი, მამუკა ჭაბაშვილი დაიცავს.

ჭაბაშვილს ჯერ ინფორმაცია არ აქვს, რა მუხლით წაუყენებენ ბრალს დაკავებულებს.

კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომლებს ბრალს დღეს წაუყენებენ.

მინდელის სახელობის შახტის დირექტორი, მენეჯერი, მთავარი ინჟინერი, უბნის უფროსი, მისი მოადგილე, თანაშემწე და კერძო ღია კარიერის წესით მადნეულის მომპოვებელი შახტის მფლობელი ინდმეწარმე ტყიბულის რაიონული პოლიციიდან ქუთაისში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში წუხელ გადაიყვანეს.

გამოძიება მათ უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება.

დაკავებულების ადვოკატები პოლიციის დეპარტამენტთან ჯერ არ გამოჩენილან.

შსს-მ ტყიბულის შახტებში ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით შვიდი პირი დააკავა.