მინდელის ქუჩაზე წყლის მაგისტრალური მილი დაზიანდა [ფოტო]

00:50, 01.07.2020

თბილისში, მინდელის ქუჩაზე, წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე ავარიული დაზიანებაა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის​“ ინფორმაციით, ნაკადის შესაჩერებლად მარეგულირებელი ურდულები დაიკეტა. მილის წყლისგან დაცლის შემდეგ, დაიწყება შესაბამისი სამუშაოები.

ამ დროისთვის, მინდელის ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია.

მსგავსი