მინდა, ქართველ სპორტსმენებს გზა გავუკვალო - ექსკლუზიური ინტერვიუ მერაბ დვალიშვილთან [ვიდეო] #1TVSPORT
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რეიტინგის მე-6 ნომერმა, მერაბ დვალიშვილმა 1TVPLAY-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 30 წლის სპორტსმენმა UFC 266-ზე ძლიერი მეტოქე, ბრაზილიელი მარლონ მორაეში საკმაოდ მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.
დვალიშვილმა 1TVPLAY-სთან მის სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე ილაპარაკა.
„საბოლოო მიზანი მაქვს, რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო – მინიმუმ ერთხელ მოვიგო ქამარი. ერთი სიტყვით, მინდა, რომ 10 წელი სპორტში უტრავმოდ და ჯანმრთელად ვიყო, ჩავატარო მაქსიმალურად მეტი ბრძოლა. თითოეული ბრძოლა ჩემთვის მნიშვნელოვანია და მინდა, მოტივაცია მივცე ქართველ სპორტსმენებს.“
მერაბმა ექსკლუზიურ ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ მომავალში საქართველოში საკუთარი დარბაზის გახსნას აპირებს და ამ სპორტის განვითარებას ხელს შეუწყობს.
„რამდენიმე არის ისეთი, რომელმაც ვარჯიში ჩემს მაგალითზე დაიწყო და დღეს უკვე ჩემზე ძლიერია. ზვიად ლაზიშვილმა მითხრა, რომ პირველი მებრძოლი შენ გნახეო. რა თქმა უნდა, მოტივაცია მინდა მივცე ქართველ სპორტსმენებს და მომავალში ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას გამოვიყენებ. მინდა, საქართველოში დარბაზი გავხსნა, ჩემი წვლილი შევიტანო და ქართველ სპორტსმენებს გზა გავუკვალო.“
ვრცლად UFC-ის ქართველი მებრძოლის ინტერვიუს სანახავად ეწვიეთ აპლიკაციას – 1TVPLAY.