მეშვიდე მოგებული ბრძოლა UFC-ში - დვალიშვილმა მორაეში ნოკაუტით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

მერაბ დვალიშვილმა UFC 266-ზე მორიგი ბრძოლა გამართა. ქართველის მეტოქე რეიტინგის მეექვსე ნომერი, ბრაზილიელი მარლონ მორაეში იყო.

პირველი რაუნდი მორაეშის უპირატესობით წარიმართა და ბრაზილიელმა ქართველ მეტოქეს ისეთი ძლიერი დარტყმები მიაყენა, ბევრი სპორტსმენი ნოკაუტში აღმოჩნდებოდა, მაგრამ დვალიშვილმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა და გამძლეობა გამოავლინა. ქართველმა ბრძოლა შემოაბრუნდა და მორაეში ნოკაუტით დაამარცხა.

ამგვარად, მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეშვიდე ბრძოლა მოიგო, თანაც რეიტინგში მასზე ხუთი საფეხურით წინ მდგომ სპორტსმენთან.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, რინგზევე ჩაწერილ ინტერვიუში დვალიშვილმა აღნიშნა: „მსაჯს ვუთხარი, ბრძოლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეაჩერე, თუ დაინახავ რომ ვკვდები“.