დვალიშვილი საუკეთესო პერფორმანსისთვის ბონუსად 50 000 დოლარს მიიღებს [ვიდეო] #1TVSPORT

მერაბ დვალიშვილმა UFC 266-ზე მორიგი შესანიშნავი ბრძოლა ჩაატარა. ქართველი მებრძოლის მეტოქე რეიტინგის მეექვსე ნომერი, ბრაზილიელი მარლონ მორაეში იყო, რომელიც მერაბმა ნოკაუტით დაამარცხა.

პირველი რაუნდი მორაეშის უპირატესობით წარიმათა და შეიძლება ითქვას, რომ ქართველი მებრძოლი ტექნიკურ ნოკაუტს გადაურჩა. მეორე რაუნდში კი მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა, ბრძოლა ქართველის სრული დომინაციით გაგრძელდა და დვალიშვილმა ნოკაუტით მოიგო.

სანახაობრივი დაპირისპირება და ქართველის შთამბეჭდავი „ქამბექი“ UFC-ის ორგნიზატორებმა დაფაასეს – მერაბ დვალიშვილი საუკეთესო პერფორმანსისთვის 50 000 დოლარს ბონუსის სახით მიიღებს. ქართველი მებრძოლის გარდა ბუნუსები დაიმსახურეს – კრის დაუკაუსმა, ბრაიან ორტეგამ და ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ.