მიმდინარე წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6.4 პროცენტით შემცირდა
მიმდინარე წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6.4 პროცენტით შემცირდა

2021 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული ადგილობრივი ექსპორტი (რეექსპორტის გარეშე) 6.4 პროცენტით, 166.4 მლნ. აშშ დოლარამდე შემცირდა. ადგილობრივი ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 74.1 პროცენტს შეადგენს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 82.7 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ბულგარეთი (26.7 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (25.3 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (20.6 მლნ. აშშ დოლარი).

2021 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია წარმოდგენილი 49.7 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზე ფეროშენადნობები 23.3 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო მესამე ადგილს იკავებს მინერალური და მტკნარი წყლები 8.8 მლნ. აშშ დოლარი.