მიმდინარე წლის ექვს თვეში ალკოჰოლური სასმელების კომპანიებში ინსპექტირებისას გამოკვლეული 4 640 ნიმუშიდან 415 უარყოფითად შეფასდა
მიმდინარე წლის ექვს თვეში ალკოჰოლური სასმელების კომპანიებში ინსპექტირებისას გამოკვლეული 4 640 ნიმუშიდან 415 უარყოფითად შეფასდა

ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მიზნით მიმდინარე წლის ექვს თვეში ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ალკოჰოლური სასმელების კომპანიებში 72 საინსპექციო კონტროლი განახორციელა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ინსპექტირებისას აღებული 400 ნიმუშიდან სერტიფიკატის გაცემაზე კომპანიას უარი 15 შემთხვევაში ეთქვა.

ამასთან ერთად, სახელმწიფო კონტროლისა და სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში, შემოწმება 28 კომპანიაში ჩატარდა, საიდანაც აღებული იყო 1000-მდე ნიმუში. სააგენტოს ცნობით, შვიდ კომპანიაში აღმოჩნდა გარკვეული სახის დარღვევები, რაზეც განხორციელდა კანონით განსაზღვრული ქმედებები.

ამავე პერიოდის მონაცემებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 120 დეგუსტაცია ჩაატარა.

სააგენტოს ცნობით, სულ წარმოდგენილი იყო 4640 ნიმუში, მათგან 415 შეფასდა უარყოფითად, დანარჩენი დადებითად.