მიმდინარე წლის 11 თვეში, ექსპორტი 24 პროცენტით, ხოლო იმპორტი 16.8 პროცენტით გაიზარდა
მიმდინარე წლის 11 თვეში, ექსპორტი 24 პროცენტით, ხოლო იმპორტი 16.8 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 324.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18.6 პროცენტით მეტია.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 3 033.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (24 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 8 291.2 მლნ. აშშ დოლარი (16.8 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში 5 257.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.4 პროცენტი შეადგინა.

დატოვე კომენტარი