მიმდინარე წელს შსს-სთვის სახელმწიფო დაფინანსების 25 მლნ ლარით გაზრდა იგეგმება

20:54, 23.09.2019

მიმდინარე წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სახელმწიფო დაფინანსების 25 მლნ ლარით გაზრდა იგეგმება. ძალოვანი უწყების დაფინანსების ზრდას 2019 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს დღეს წარედგინა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 25 მლნ ლარით გაზრდის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი საბოლოო ჯამში 766.6 მლნ ლარით განისაზღვრება.

მთავრობა განმარტავს, რომ შს სამინისტროსთვის დამატებით გამოყოფილი ასიგნებებიდან 20 მლნ ლარი მიიმართება სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, ასევე სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის.

მსგავსი