მიმდინარე წელს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყება
მიმდინარე წელს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყება

მიმდინარე წელს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყება, სამუშაოები 2021 წელს დასრულდება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ კულტურის მიმართულებით განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, გასულ წელს დამონტაჟდა გათბობა-გაგრილებისა და ელექტროობის ახალი სისტემები, შეიცვალა განათების ქსელი. 2019 წელს გამოცხადდა კონკურსი სასახლის არქიტექტურული კომპლექსის კვლევა-პროექტირებაზე და მალე დაიწყება სასახლის სრული რეაბილიტაცია.

„სასახლე, რომელიც 4 000 ბავშვს ემსახურება, წლების განმავლობაში საჭიროებდა რეაბილიტაციას. აქ უმძიმესი მდგომარეობაა. ვიწყებთ ამ სასახლის რეაბილიტაციას. წელს 8 მილიონი ლარია გამოყოფილი, რათა სამუშაოები ჩატარდეს. ორ წელიწადში ვნახავთ შენობის სრულად რესტავრირებულ ისტორიულ ნაწილს. „შვიდკაცას“ გუნდი შევიდა სასახლეში და მადლობა მათ ამისთვის. გარდა ამისა, შეიქმნა თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი. შეიძლება ითქვას, ეს სასწავლო პროცესში რევოლუციური ნაბიჯია“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.