მიმდინარე თვის დასაწყისიდან, ინდოეთის ორ შტატში წყალდიდობასა და მეწყერს 140-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
მიმდინარე თვის დასაწყისიდან, ინდოეთის ორ შტატში წყალდიდობასა და მეწყერს 140-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის ორ შტატში, ასამსა და ბიჰარში მიმდინარე თვის დასაწყისიდან ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს 140-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია საგანგებო სიტუაციებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინდოეთის ერთ-ერთი უღარიბეს შტატ ბიჰარში წყალდიდობამ ექვს მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა. ასი ათასზე მეტი პირი დროებით თავშესაფრებშია გადაყვანილი. მხოლოდ ამ შტატში წყალდიდობასა და მეწყერს 92 ადამიანი ემსხვერპლა.

ვითარება ასევე საგანგაშოა ასამის შტატში, სადაც წვიმის გამო მდინარე ბრაჰმაპუტრა ადიდდა და დასახლებები დატბორა. დანგრეულია ასობით საცხოვრებელი სახლი. საევაკუაციო ცენტრებში 25 ათასზე მეტი ადამიანია გადაყვანილი.