მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტში მიხეილ ბატიაშვილსა და მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ

15:30, 04.02.2019

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე კვირაში ორ მინისტრს მოუსმენენ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი პარლამენტში ხუთშაბათს, 7 თებერვალს წარდგება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი კი, პარასკევს, 8 თებერვალს.

პარლამენტის ახალი რეგლამენტით, გათვალისწინებულია მინისტრის საათის ფორმატი, რომლის მიხედვითაც, მთავრობის წევრები საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ყოველთვიურად წარდგებიან.

მსგავსი