მიმდინარე კვირაში პარლამენტში ორი მინისტრის მოსმენა იგეგმება
მიმდინარე კვირაში პარლამენტში ორი მინისტრის მოსმენა იგეგმება

მიმდინარე კვირაში პარლამენტში ორი მინისტრის მოსმენა იგეგმება. 18 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანოში შერიგებისა და თანასწორობის მინისტრ თეა ახვლედიანს, 19 ნოემბერს კი, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს მოუსმენენ. ამის შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

სასესიო კვირა ხვალ, 16 ნოემბერს პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება. შესაძლებელია, ხვალვე დაიწყოს და ოთხშაბათს გაგრძელდეს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაც, თუმცა ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

„ხვალიდან სასესიო კვირა იწყება, სამშაბათი დღეა, ჩვეულებრივად დავიწყებთ პოლიტიკური განცხადებებით, შემდეგ გვექნება რა თქმა უნდა განსახილველი საკითხები, კენჭსაყრელი საკითხები. ოთხშაბათს გვექნება ბიუჯეტის მოსმენა და შემდეგ – ხუთშაბათს და პარასკევს ორი მინისტრი, რომელიც მოდის ჩვენთან. შერიგებისა და თანასწორობის მინისტრი თეა ახვლედიანი და შემდეგ იქნება დავით ზალკალიანი. განცხადებები დაიწყება სამშაბათს. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება, შემდეგ იქნება დაჩქარებული საკითხები, შეგვიძლია დავიწყოთ ბიუჯეტის განხილვაც და გადავა ოთხშაბათზე, ასეც შეიძლება. ფაქტია, რომ ხუთშაბათი, პარასკევი, რადგანაც სექტემბერი-ოქტომბერი ვერ მოხდა მინისტრების მოსმენა, ეს მინისტრები ჩაჯდა გრაფიკში, ჩვენ დავამტკიცეთ და მოგვიწევს ორი მინისტრის მოსმენა ხუთშაბათს და პარასკევს“, – განაცხადა კუჭავამ.

დატოვე კომენტარი