მიმდინარე კვირაში გაიხსნება თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალგარემონტებული კორპუსი, რომელიც 400 ინტენსიური საწოლით იქნება აღჭურვილი
მიმდინარე კვირაში გაიხსნება თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალგარემონტებული კორპუსი, რომელიც 400 ინტენსიური საწოლით იქნება აღჭურვილი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარე კვირაში გაიხსნება თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალგარემონტებული კორპუსი, რომელიც სრულად იქნება აღჭურვილი 400 ინტენსიური საწოლით.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რესპუბლიკური საავადმყოფოს კორპუსის რეაბილიტაცია-აღჭურვის პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება და უახლოეს მომავალში 800 სრულად აღჭურვილი საწოლით მოემსახურება კოვიდპაციენტებს.

„პანდემიამ საქართველოს ახალი შესაძლებლობები მისცა, რაც მაღალი საჭიროებიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად გააძლიერა ჩვენი ჰოსპიტალური სექტორი და სამედიცინო ინფრასტრუქტურა. სახელმწიფოს მიერ სამედიცინო აპარატურით უკვე აღიჭურვა სოფლის 100 ამბულატორია. მიმდინარე კვირაში გაიხსნება თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალგარემონტებული კორპუსი, რომელიც სრულად იქნება აღჭურვილი 400 ინტენსიური საწოლით და მოემსახურება პაციენტებს. რესპუბლიკური საავადმყოფოს კორპუსის რეაბილიტაცია-აღჭურვის პროცესი გაგრძელდება ინტენსიურად და უახლოეს მომავალში 800 სრულად აღჭურვილი საწოლით მოემსახურება კოვიდპაციენტებს.

ჰოსპიტლების გაძლიერებისთვის სახელმწიფოს მიერ, ასევე დონორების მხარდაჭერის ფარგლებში შესყიდული იქნა მოცულობითი აღჭურვილობა. მათ შორის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა, რეანომობილები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და სხვა საჭირო ინვენტარები. ეს ყველაფერი აისახება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და ასევე მნიშვნელოვნად ამარტივებს ჩვენი ექიმების ჩართულობას და აუმჯობესებს მათი ზრუნვის ხარისხს ჩვენს მოქალაქეებზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.