მიმდინარე კვირაში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ისრაელისა და უკრაინის დახმარებას ცალკე კანონპროექტების სახით განიხილავს
მიმდინარე კვირაში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ისრაელისა და უკრაინის დახმარებას ცალკე კანონპროექტების სახით განიხილავს

მიმდინარე კვირაში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ისრაელისა და უკრაინის დახმარებას ცალ-ცალკე კანონპროექტებად განიხილავს.

ამის შესახებ რესპუბლიკელმა სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა.

როგორც ჯონსონი განმარტავს, პალატა განიხილავს სულ ოთხ კანონპროექტს, რომლებიც ასევე მოიცავს ტაივანის დახმარებას და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებს.

„ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიო გვიყურებს, როგორი პასუხი გვექნება. ისინი აკვირდებიან, ამერიკა დადგება თუ არა მოკავშირეების გვერდით და ჩვენი ინტერესების დასაცავად მთელ მსოფლიოში. ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – აღნიშნა რესპუბლიკელმა სპიკერმა.

ამასთან, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ ახალი კანონპროექტები ითვალისწინებს დაახლოებით იმავე დახმარებას, რასაც სენატის კანონპროექტში იყო, თუმცა, ამავე დროს, მოიცავს გარკვეულ განსხვავებებს.

რესპუბლიკელები საკანონმდებლო წინადადების გამოქვეყნებას სამშაბათს გეგმავენ, თუმცა კენჭისყრისთვის 72-საათიან განხილვის პერიოდს დაიცავენ. მაიკ ჯონსონის თქმით, კენჭისყრა, შესაძლოა, პარასკევს გაიმართოს.