მილო ჯუკანოვიჩი – მონტენეგრო მეგობარ საქართველოსთან და მისი ხალხის გვერდით დგას
მონტენეგრო მეგობარ საქართველოსთან და მისი ხალხის გვერდით დგას, – ამის შესახებ მონტენეგროს პრეზიდენტი, მილო ჯუკანოვიჩი „ტვიტერში“ წერს.
მილო ჯუკანოვიჩი სალომე ზურაბიშვილს მომხდარის გამო სამძიმარს უცხადებს.
„მიიღეთ ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა ქალაქ ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვის. მონტენეგრო მეგობარ საქართველოსთან და მისი ხალხის გვერდით დგას“, – ნათქვამია მილო ჯუკანოვიჩის მიერ „ტვიტერის“ საშუალებით გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.
Sincere condolences to @Zourabichvili_S on the occasion of the tragedy that hit the city of Batumi taking 9 lives, including three children. Montenegro stands with friendly Georgia and its people.
— Milo Đukanović (@predsjednik_cg) October 10, 2021