მილანში ზამთრის ოლიმპიური თამაშების საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა
მილანში პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა, დემონსტრანტების ჯგუფი სამართალდამცველებს პიროტექნიკას და ქვებს ესროდა.
უცხოური მედიის ცნობით, მილანში ზამთრის ოლიმპიური თამაშების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. აქციაზე დაახლოებით 3 000 ადამიანი იმყოფებოდა.
დემონსტრანტებს ხელში სხვადასხვა ბანერი ეჭირათ, რომლებზეც აკრიტიკებდნენ თამაშების შედეგად გარემოსთვის მიყენებულ ზიანს.
ამასთან, შეკრებილები აპროტესტებდნენ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტების იტალიაში ყოფნას, რომლებიც მილანში აშშ-ის დელეგაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იმყოფებიან.