მილანში ცნობილი ჟურნალისტის ძეგლი დააზიანეს
მილანში ცნობილი ჟურნალისტის ძეგლი დააზიანეს

მილანში ცნობილი ჟურნალისტის ძეგლი დააზიანეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. საუბარია ინდრო მონტანელის მონუმენტზე, რომელსაც უცნობმა პირებმა წითელი საღებავით დააწერეს „რასისტი, მოძალადე“. ჟურნალისტი მონტანელი ხშირად იცავდა კოლონიალიზმს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა რასიზმის მოწინააღმდეგე დაჯგუფების წევრებმა აიღეს. მათი თქმით, მილანის მერიამ ჟურნალისტის ძეგლი უნდა აიღოს.

მონტანელიმ, რომელიც 2001 წელს გარდაიცვალა, აღიარა, რომ 1930-იან წლებში, სამხედრო სამსახურში ყოფნისას 12 წლის ერიტრეელი გოგონა მოიყვანა ცოლად.

მონტანელის კარიერა ფაშისტური იტალიის პერიოდში დაიწყო. ის ესპანეთის სამოქალაქო ომისა და მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტის ხაზზე რეპორტიორად მუშაობდა. შემდგომში მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და 2012 წელს პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა მსოფლიო პრესის გმირებს შორის დაასახელა.