მილანში ათობით ათასმა ადამიანმა რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღო
მილანში ათობით ათასმა ადამიანმა რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღო

მილანში ათობით ათასმა ადამიანმა რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღო.

დემონსტრანტებმა მსვლელობა გამართეს ქალაქის ქუჩებში და მილანის ცენტრში, საკათედრო ტაძართან შეიკრიბნენ და მემარჯვენე მთავრობის პოლიტიკა გააკრიტიკეს.

„ადამიანები უპირველეს ყოვლისა“, – ასეთი იყო დემონსტრაციის ლოზუნგი. ამგვარად, აქციის მონაწილეები გამოეხმაურნენ იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის, მკაცრი იმიგრაციული პოლიტიკის მხარდამჭერ მატეო სლავინის გამონათქვამს – „იტალიელები პირველ ყოვლისა“.

მილანის მერის ჯუზეპე სალას თქმით, საპროტესტო აქცია უნდა გახდეს იმის ძლიერი პოლიტიკური მტკიცებულება, რომ არსებობს „სხვა იტალიაც“.

საპროტესტო აქცია ორგანიზებული იყო საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და სოციალური გაერთიანებების მიერ. მილანის მერიის წარმომადგენელთა მონაცემებით, დემონსტრაციაში 200 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.