„მილანს“ მთავარ მწვრთნელად ჟარდიმის მოყვანა სურს

18:06, 25.05.2019

იტალიურ „მილანს“ განზრახული აქვს ჯენარო გატუზოს მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დათხოვა. როგორც „კორიერე დელო სპორტი“ ირწმუნება, „როსონერის“ „მონაკოს“ დამრიგებლის, ლეონარდო ჟარდიმის მოწვევა სურს.

შეგახსენებთ, რომ 44 წლის ჟარდიმი ფრანგულ კლუბს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი თავკაცობით 2016/2017 წლის სეზონში მონაკო საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. 2018 წლის ოქტომბერში პორტუგალიელი სპეციალისტი გუნდიდან დაითხოვეს, მაგრამ 2019-ში იგი უკან დააბრუნეს. ჟარდიმს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული. „მილანი“ იტალიის ჩემპიონატში ბოლო ტურის წინ მეხუთე ადგილს იკავებს და დიდი შანსია ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ მოხვდეს.

მსგავსი