„მილანს“ ევროთასებიდან გარიცხვა ემუქრება
„მილანს“ ევროთასებიდან გარიცხვა ემუქრება

ესპანური გაზეთის Marca-ის ინფორმაციით, უეფამ, “მილანს”, შესაძლოა, მკაცრი სანქციები დაუწესოს. არ არის გამორიცხული, იტალიური გუნდი ევროთასებს საერთოდ ჩამოაშორონ.

სავარაუდო სანქციების მიზეზი ფინანსურ ფეარ პლეისთან შეუსაბამობაა. გასულ კვირას, “მილანის” ხელმძღვანელობა უეფას ამ საკითხთან დაკავშირებული სიტუაციის ასახსნელად სტუმრობდა, თუმცა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ კლუბის გენერალური დირექტორი მარკო ფასონე დამაჯერებელი არ იყო.

უეფა არ არის დარწმუნებული “მილანის” გადამხდელუნარიანობაში, განსაკუთრებით, მიმდინარე შედეგებიდან გამომდინარე.

დოკუმენტების მიხედვით, კლუბი თავისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ჩემპიონთა ლიგაზე გასვლით აპირებს, მაგრამ “როსონერი” ამ მიზანთან საკმაოდ შორს არის.

ამასთან დაკავშირებით, იტალიური გრანდი, შესაძლოა, ფულადი ჯარიმით დასაჯონ ან ​ევროთასებიდან გააძევონ.

სერია A-ს 13 ტურის შემდეგ, “მილანი” გათამაშების ცხრილში მეშვიდე ადგილზეა და უკვე 11 ქულით ჩამორჩება ჩემპიონთა ლიგის ზონას.