„მილანის“ ხელმძღვანელობამ კლუბის მთავარ მწვრთნელს სტეფანო პიოლის აცნობა, რომ პოსტიდან 2023-24 წლების სეზონის დასრულების შემდეგ გაათავისუფლებს, – ინფორმაცია გამოცემა Football Italia-მ გაავრცელა.
იტალიელი სპეციალისტის მოქმედი ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
ბოლო ცნობების თანახმად, „მილანის“ მომდევნო მწვრთნელი პაულო ფონსეკა იქნება.
პიოლი „მილანს“ 2019 წლის ოქტომბრიდან ავარჯიშებს. 2021-22 წლების სეზონში „მილანმა“ ჩემპიონის ტიტული მოიგო.