„მილანის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ამ სეზონის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვოს სტეფანო პიოლი.
მიუხედავად იმისა, რომ 58 წლის სპეციალისტს კონტრაქტის მიხედვით კიდევ ერთი წელი რჩება კლუბში, „მილანმა“ პიოლისთან გამოთხოვება დაგეგმა.
როგორც იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს, „მილანის“ ხელმძღვანელობა საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდა, რაც გუნდი „რომასთან“ დამარცხდა ევროპის ლიგის მეოთხედფინალის ორრაუნდიან დაპირისპირებაში.
პიოლი „მილანს“ 2019 წლიდან ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით „როსონერი“ 2022 წელს იტალიის ჩემპიონი გახდა, გასულ სეზონში კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.