„მილანმა“ გატუზოს ხელმძღვანელობით ზედიზედ მეორედ წააგო
„მილანმა“ გატუზოს ხელმძღვანელობით ზედიზედ მეორედ წააგო

“მილანში” კრიზისი გრძელდება. სიტუაციას ვერც ახალი მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო შველის, რომლის ხელმძღვანელობით მილანელებმა ზედიზედ მეორედ წააგეს.

ამჯერად, “სან სიროზე” “მილანის” დამარცხება შეძლო “ატალანატამ“. ბერგამოელთა რიგებში ორი უპასუხო გოლი გაიტანეს კრისტანტემ და ილიჩიჩმა.

“ატლანტამ” ხუთ მატჩამდე გაზარდა წაუგებელი სერია და 27 ქულით მეშვიდე ადგილზეა. მეცხრე ადგილზეა 24 ქულით “მილანი”. გუნდმა ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობით მეექვსე მატჩი ჩაატარა და აქედან მხოლოდ ორი აქვს მოგებული.

მატჩის შემდეგ, გატუზომ პრესკონფერენციაზე დააგვიანა. როგორც გაირკვა, მთავარ მწვრთნელს შეხვედრა ჰქონდა კლუბის ხელმძღვანელობასთან. მოლაპარაკებების შედეგებზე იტალიურ პრესას არაფერი დაუწერია.