„მილანმა“ და „ლივერპულმა“ შინ წააგეს, „ლევერკუზენს“ ერთი ნაბიჯი რჩება დიად რეკორდამდე - ევროპის ლიგა, 1/4-ფინალი, პირველი მატჩები [ვიდეო] #1TVSPORT
„მილანმა“ და „ლივერპულმა“ შინ წააგეს, „ლევერკუზენს“ ერთი ნაბიჯი რჩება დიად რეკორდამდე - ევროპის ლიგა, 1/4-ფინალი, პირველი მატჩები [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* „რომამ“ 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად მოუგო „მილანს“, ხოლო სტუმრად ეს გუნდი 2017 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა.

* დანიელე დე როსიმ „რომას“ მთავარი მწვრთნელის რანგში მე-10 მატჩი მოიგო.

* ჟოზე მოურინიოს გათავისუფლების შემდეგ „რომას“ 16 მატჩში 10 მოგება, ოთხი ფრე და ორი წაგება აქვს.

* ჰოფმანმა 29 ოქტომბრის შემდეგ პირველად გაიტანა.

* „ლევერკუზენი“, 42 ოფიციალური მატჩია, არ მარცხდება. „იუვენტუსის“ აბსოლუტური რეკორდის გამეორებამდე გუნდს ერთი წაუგებელი მატჩი აკლია.

* „ლევერკუზენს“ სეზონში 37 მოგება და ხუთი ფრე აქვს.

* „ლევერკუზენს“ ოფიციალურ მატჩებში ზედიზედ შვიდი მოგება აქვს.

* ანხელ დი მარიამ ევროპის ლიგის პლეი ოფში ყველა მეტოქეს გაუტანა.

* შეწყდა „ლივერპულის“ 33-მატჩიანი წაუგებელი სერია საკუთარ მოედანზე.

 

მილანი-რომა                     0:1

გოლი: 0:1 მანჩინი (17)

 

ბენფიკა-მარსელი            2:1

გოლები: 1:0 რაფა სილვა (16), 2:0 დი მარია (52), 2:1 ობამეიანგი (67)

 

ლივერპული-ატალანტა              0:3

გოლები: 0:1 სკამაკა (38), 0:2 სკამაკა (60), 0:3 პაშალიჩი (83)

 

ლევერკუზენი-ვესტ ჰემი              2:0

გოლები: 1:0 ჰოფმანი (83), 2:0 ბონიფასე (90+1)