„მილანმა“ 2024-25 წლების სეზონის სტარტი ჩააგდო – გუნდმა მხოლოდ ორი ქულა დააგროვა სამ მატჩში. Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, პაულო ფონსეკას მომავალი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე კითხვის ნიშნის დგას.
კლუბში უკვე დაიწყეს პორტუგალიელი მწვრთნელის შესაძლო გათავისუფლების საკითხის განხილვა. არადა, ფონსეკა „მილანმა“ ხანგრძლივი შერჩევის პროცესის შემდეგ დანიშნა სტეფანო პიოლის შემცვლელად.
იტყობინებიან, რომ „მილანის“ ხელმძღვანელობას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება მწვრთნელის გათავისუფლების შესახებ, მაგრამ მისი მომავალი შეიძლება შეიცვალოს თვის ბოლოს მნიშვნელოვანი მატჩების შედეგების მიხედვით.
17 სექტემბერს „მილანი“ შინ შეხვდება „ლივერპულს“ ჩემპიონთა ლიგაზე, რასაც მოჰყვება სერია A-ში დერბი „ინტერთან“. ამ მატჩების შედეგებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელობა მიიღებს გადაწყვეტილებას მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს, რომ ფონსეკამ შეიძლება დაკარგოს თავისი პოსტი ახალი სეზონის დაწყებიდან ექვსი კვირის თავზე.