„მილანი" ევროთასებიდან ერთი წლით გააძევეს
„მილანი" ევროთასებიდან ერთი წლით გააძევეს

უეფაში კლუბების ფინანსური კონტროლის პალატამ ევროთასებს ერთი წლით ჩამოაშორა “მილანი”. მიზეზი ლიცენზირებისა და ფინანსური ფეარ პლეის წესების დარღვევა გახდა. კერძოდ, იტალიურმა გუნდმა არ შეასრულა მოთხოვნა არაწამგებიანობის შესახებ, – წერს უეფას პრეს-სამსახური.

“მილანი” გარიცხულია უეფა-ს შემდეგი ტურნირიდან, რომელშიც ის გავა იტალიის ჩემპიონატის შედეგების მიხედვით მომდევნო ორ სეზონში – 2018-19 და 2019-20 წლებში.

“მილანს” შეუძლია გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ზაფხულში, “მილანის” მმართველობაში მივიდნენ ჩინელი ინვესტორები ლი იუნჰუნის ხელმძღვანელობით. თუმცა, გასული სეზონის მსვლელობისას, პრესაში გაჩნდა ინფორმაცია ჩინელი ბიზნესმენის ფინანსურ პრობლემებსა და მისი სტრუქტურების მრავალმილიონიან ვალებზე.