მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულის სხდომა სასამართლოში ხვალ 11:30 საათზე ჩაინიშნა. სხდომაზე მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ. უკვე ცნობილია, რომ დაცვის მხარე მის დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

ზურაბაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით. ასევე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
ამჟამად გამოძიება სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას.

ამ დრომდე, წინასწარი დაკავების იზოლატორში მასთან ადვოკატები იმყოფებიან. ბრალის წარდგენის პროცედურის შემდეგ, გაგრძელდება სხვა საგამოძიებო მოქმედებები.