მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მისო მო მანი კრედიტს“ რეგისტრაცია გაუუქმდა
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მისო მო მანი კრედიტს“ რეგისტრაცია გაუუქმდა

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „მისო მო მანი კრედიტს“ რეგისტრაცია გაუუქმდა. შესაბამის განკარგულებას ხელი ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა მოაწერა ხელი.

ამავე განკარგულებით, „მისო მო მანი კრედიტის“ ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო, კომპანიის ლიკვიდატორად კი, თინათინ გაბოძე დაინიშნა.

მისო მო მანი კრედიტის“ ვებგვერდის მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ოფისები თბილისში, გორსა და რუსთავში აქვს.

საქართველოში დღეისთვის 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული.