„ემ ბი სი“ - მადლობა მხარდაჭერისთვის, ყველა მძევალი თავისუფალი, ჯანმრთელი და უვნებელია
„ემ ბი სი“ - მადლობა მხარდაჭერისთვის, ყველა მძევალი თავისუფალი, ჯანმრთელი და უვნებელია

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ წერეთლის გამზირზე სპეცოპერაციის დასრულებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალიდან, სადაც თავდამსხმელი შეიჭრა, ყველა მძევალი უვნებლად გათავისუფლდა.

„საბედნიეროდ, ყველაფერი დასრულდა. ყველა მძევალი თავისუფალი, ჯანმრთელი და უვნებელია. „ემ ბი სი“-ს სახელით, დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“-ს ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით, 16:00 საათზე შეიჭრა და 11 მძევალი აიყვანა.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის​ შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობის ფაქტზე დაიწყო.