მიხეილ ანთაძე - სემეკ-ის მიერ დამტკიცებული ტარიფი იძლევა საშუალებას, რომ ენერგომომარაგება იყოს სტაბილური
მიხეილ ანთაძე - სემეკ-ის მიერ დამტკიცებული ტარიფი იძლევა საშუალებას, რომ ენერგომომარაგება იყოს სტაბილური

დამტკიცებული ტარიფი არ გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ კომპანიის სრულად განვითარებაზე იმ ტემპებით, რომლიც ჩვენ გვაქვს ჩადებული, – ამის შესახებ ტარიფების დამტკიცების შემდგომ “თელასის” კომერციული დირექტორის მოადგილემ მიხეილ ანთაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი,რაშიც მარეგულირებელ კომისიას არ ეთანხმებიან ეს არის ის, რომ კომისია არ ითვალისწინებს კომპანიის სახეცვლილებას.

“გვაქვს კონკრეტული შენიშვნები და მოსაზრებები. მთავარი, რაშიც მარეგულირებელ კომისიას არ ვეთანხმებით ეს გახლავთ ის, რომ კომისია არ ითვალისწინებს კომპანიის სახეცვლილებას ბოლო წლების განმავლობაში. 2014 წლიდან დღემდე სახეზე გვაქვს აბონენტების და ქსელის მნიშვნელოვანი ზრდა. ეს იმ პირობებში, როცა პრაქტიკულად არ მომხდარა პერსონალის ზრდა. უფრო მეტიც მოხდა პერსონალის შემცირება. ეს იმას ნიშნავს, რომ „თელასის“ თანამშრომლები დღეს უფრო დატვირთულები არიან, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის ძირითადი პრინციპული სხვაობა ჩვენს მიდგომებს შორის. ტარიფი იძლევა იმის საშუალებას, რომ ენერგომომარაგება ქალაქში იყოს სტაბილური და საიმედო, მაგრამ არ გვაძლევს საშუალებას სრულად ვიფიქროთ კომპანიის განვითარებაზე იმ ტემპებით, რომლიც ჩვენ გვაქვს ჩადებული”, – განაცხადა ანთაძემ.