მიხეილ ყაველაშვილი - ის არსება ამსტერდამიდან, ცხვირში კოკაინშეყრილი „სკაიპით“ ერთვება მოსახლეობას და „ნაციონალური მოძრაობა“ კანაფის კულტივაციაზე გვესაუბრება
მიხეილ ყაველაშვილი - ის არსება ამსტერდამიდან, ცხვირში კოკაინშეყრილი „სკაიპით“ ერთვება მოსახლეობას და „ნაციონალური მოძრაობა“ კანაფის კულტივაციაზე გვესაუბრება

ის არსება ამსტერდამში ზის ოთხ კედელს შორის, „სკაიპით“ ერთვება ჩვენ მოსახლეობას ყურსასმენგარჭობილი და ცხვირში კოკაინშეყრილი და თქვენ კულტივაციაზე გვესაუბრებით?, – ასე მიმართა პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს.

„ამის მოთმენა აღარ შეიძლება. იმ ადამიანმა, რომელიც ამსტერდამში ზის და ცხვირში კოკაინშეყრილი ერთება “სკაიპით”, მოწამლა მთელი ერი. ეს ადამიანი არაფორმალური მმართველი იქნება თქვენი, თუ მთავრობაში არ აპირებს მოსვლას? ამას არ დავუშვებთ.

ყოველთვის ვერიდები ამ ცხრა წელზე ლაპარაკს, მაგრამ ჩემმა შვილმა დამისვა კითხვა, რა გააკეთეს ასეთიო. 16 წლის არის და მართლაც არ ყოფილა მისთვის ცნობილი, რას აკეთებდით თქვენ. ჩემს სფეროს შევეხები, ბატონო რომან. იმასაც აღვნიშნავ, რომ ფეხბურთი გიყვართ, ძალიან ხშირად გვაქვს საუბარი და საკმაოდ კარგი გემოვნება გაქვთ ფეხბურთში, მაგრამ პოლიტიკაში ნამდვილად ცუდი გემოვნება გაქვთ, ვისთანაც გაქვთ ურთიერთობა. ფეხბურთზე ხომ დადიოდით? 35-ე სკოლასი დადიოდით? ეს სკოლა განადგურებული რომ არის, იცით? „ნორჩი დინამო“ იცით?“,-   მიმართა ყაველაშვილმა რომან გოცირიძეს.

რომან გოცირიძემ კი ამის პასუხად აღნიშნა, რომ სკოლის ტერიტორია ედუარ შევარდნაძემ მიწებად გაყიდა.

„შევარდნაძეს არ გაუყიდია. მაქვს ფაქტები. ბიუჯეტიდან დააფინანსეთ უცხოელი მწვრთნელები, 10 მილიონი გადაიხადეთ. დააბოლეთ მთელი საქართველო, რომ ევროპაზე და მსოფლიოზე გახვიდოდით. ეს ფული ვის გაატანეთ და რა” ატკატებით” გააკეთეთ ეს ყველაფერი, ჩვენმა მოსახლეობამ, ჯერ შეიძლება არ იცის.   ნახევარ საათში გადაყენებული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიც გაიხსენეთ. იცით, როგორ მოხდა ეს ყველაფერი? ესთქვენი ბატონი,  კოკაინშეყრილი ცხვირში, მთელი მთავრობა ელოდებოდა, როდის გაიღვიძებდა. გაღვიძებამდე დაასწრო ერთმა ფრთამ “ნაციონალების”, რომ აირჩევდნენ გიორგი ნემსაძეს და მერე მეორე ფრთა მივიდა საჩივლელად. თქვენ გინდათ, რომ ეს დააბრუნოთ? გინდათ, ეს დაგაბრუნებინოთ? ეს გაუწონასწორებელი, ვიღაცა, ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი და ვიცი, ვინ არის.

ბატონო რომან, ვერ მოატყუებთ ქართველ ერს. ის ინსტინქტები, რომლებიც მიძინებული გქონდათ და დღეს შეცდომად აღვიქვამთ, რომ კოაბიტაციაში შევედით თქვენთან. ეს იყო შეცდომა, თუმცა გვინდოდა, ერთად გაგვეგრძელებინა ცხოვრება და იქნებ განვითარებაში ერთად მიგვეღო მონაწილეობა, მაგრამ თქვენი ცვლილება არ იქნება. აი, როგორც შეერთდით ახლა და ლუსტრაცია მოხდა მთელი ამ პოლიტიკური სპექტრის, ვინა ხართ და რას წარმოადგენთ. დანდობა აღარ იქნება –  პოლიტიკურ სანაგვეზე სამუდამოდ გაგისტუმრებთ ქართველი ერი“, – მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა რომან გოცირიძეს.