მიხეილ ყაველაშვილს ილია მეორის გარდაცვალების გამო უნგრეთის პრეზიდენტმა, ტამაშ შუიოკმა მიუსამძიმრა – „პატრიარქი ერთგულად ემსახურა როგორც ეკლესიას, ისე საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხს“

16:46, 20.03.2026
Budapest, 2024. február 26.
Sulyok Tamás megválasztott köztársasági elnök esküt tesz az Országgyûlés plenáris ülésén 2024. február 26-án. A kormányzó Fidesz-KDNP államfõjelöltjét az Országgyûlés 134 igen szavazattal választotta meg Magyarország rendszerváltás utáni hetedik köztársasági elnökévé.
MTI/Máthé Zoltán

Budapest, 2024. február 26. Sulyok Tamás megválasztott köztársasági elnök esküt tesz az Országgyûlés plenáris ülésén 2024. február 26-án. A kormányzó Fidesz-KDNP államfõjelöltjét az Országgyûlés 134 igen szavazattal választotta meg Magyarország rendszerváltás utáni hetedik köztársasági elnökévé. MTI/Máthé Zoltán

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,  უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უნგრეთის პრეზიდენტმა, ტამაშ შუიოკმა მიუსამძიმრა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, უნგრეთის პრეზიდენტი წერილში აღნიშნავს, რომ ილია მეორე ერთგულად ემსახურა როგორც ეკლესიას, ისე საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხს.

„ღრმა მწუხარებით შევიტყვე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ს გარდაცვალების შესახებ.

უნგრეთიდან ჩვენ დიდი პატივისცემით ვადევნებდით თვალს მის თითქმის ნახევარსაუკუნოვან მსახურებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად. ამ ხნის განმავლობაში ის ერთგულად ემსახურა როგორც ეკლესიას, ისე საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხს. განსაკუთრებით რთულ პერიოდებში გამორჩეულად იდგა რწმენისა და ეკლესიის დაცვის სადარაჯოზე. მისი მოღვაწეობა მუდმივად ეფუძნებოდა ქრისტიანულ ფასეულობებს, ოჯახის მნიშვნელობის გაძლიერებასა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერას.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეუცვლელი დანაკარგის მიუხედავად, მისი მიმდევრები ძალას და ნუგეშს იპოვიან იმ მდიდარ სულიერ და ინტელექტუალურ მემკვიდრეობაში, რომელიც მან საქართველოსა და მართლმადიდებელ სამყაროს დაუტოვა.

გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი. ვიზიარებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართველი ხალხის მწუხარებას“, – აღნიშნულია უნგრეთის პრეზიდენტის წერილში.

მსგავსი