მიხეილ ყაველაშვილს, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, ანტონიუ გუტერეშმა გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გახსნის ცერემონიაზე უმასპინძლა
მიხეილ ყაველაშვილს, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, ანტონიუ გუტერეშმა გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გახსნის ცერემონიაზე უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გახსნის ცერემონიაზე უმასპინძლა.

ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გახსნის ცერემონიაზე მიმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში მოკლე აუდიენცია გავმართე კოლეგებთან. გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გენერალური დებატები დღეს გაიხსნა. გენერალური დებატების ფარგლებში გაერო-ს ტრიბუნიდან მსოფლიოს ლიდერებს 25 სექტემბერს სიტყვით მივმართავ“, – წერს ყაველაშვილი.